თსუ იურიდიული ფაკულტეტი იწყებს ახალი მონაწილეების შერჩევას Willem C. Vis სახელობის, რიგით 33-ე ყოველწლიური იმიტირებული შეჯიბრისთვის საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში, რომელიც გაიმართება ქალაქ ვენაში 2026 წლის 27 მარტიდან 2 აპრილამდე.
შერჩეული სტუდენტებისაგან დაკომპლექტდება გუნდი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე წარდგება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2025 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
აუცილებელია, კანდიდატმა სააპლიკაციო ფორმაში ატვირთოს ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, ნიშნების ფურცელი, CV და სამოტივაციო წერილი (ინგლისურად). არსებობის შემთხვევაში, ატვირთეთ ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, CAMBRIDGE, დონე მინ. B2).
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-5 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებს; ასევე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები.
მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობაა სტუდენტის აქტიური სტატუსი 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში და ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
შესარჩევი პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისაგან:
- პირველი ეტაპი - გადმოგზავნილი აპლიკაციების ფორმალური წინაპირობების შემოწმება.
- მეორე ეტაპი - შერჩეულ კანდიდატებთან ინგლისურ ენაზე გასაუბრების ჩატარება.
- მესამე ეტაპი - ზეპირი დისკუსია სამართლებრივ თემაზე [დისკუსიის თემა წინასწარ იქნება გაზიარებული].
Vis Moot წარმოადგენს თსუ იურიდიული ფაკულტეტის არჩევით საგანს, რომელსაც მინიჭებული აქვს 10 კრედიტი. ამდენად, საგანი შესაბამის კრედიტთან ერთად, აისახება შესარჩევი პროცესის შედეგად დაკომპლექტებული გუნდის ყველა წევრის სასწავლო ბაზაში, მიმდინარე სემესტრში განსაზღვრული მაქსიმალური კრედიტების ოდენობის ფარგლებში.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე - vismoot@tsu.ge
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ 7 სექტემბერს, 18:30 საათზე. დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ მაილზე vismoot@tsu.ge და გამოგიგზავნით შეხვედრის ლინკს.
Vis Moot გუნდის ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი - @tsu_vismoot